კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრებულის - „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის - „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდენენ ქართველი კონსტიტუციონალისტები, საქართველოს ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის - „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევების“ რედაქტორები და გამომცემლები მინდია უგრეხელიძე და ბექა ქანთარია არიან. პრეზენტაციაზე საზოგადოებას მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ასევე სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ბექა ქანთარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კრებულის თანაავტორი კონსტანტინე კუბლაშვილი, კრებულში შესული სტატიების ერთ-ერთი მთარგმნელი ნიკოლოზ ჯაში.

„დამსწრე საზოგადოებას წიგნის მნიშვნელობაზე მინდია უგრეხელიძე ესაუბრა. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კრებული ხელს შეუწყობს ქართული კონსტიტუციონალიზმის დამოუკიდებელი სკოლის შექმნას.

საერთაშორისო სამეცნიერო კრებულში შესულია 15 უცხოელისა და 12 ქართველი კონსტიტუციონალისტის სტატიები კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. კრებული ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ქართული კონსტიტუციონალიზმისა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს.

კრებული გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა