"ენგურჰესის" დირექტორი - აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ

იანვრის 20 რიცხვისთვის ვგეგმავთ შეხვედრას აფხაზურ მხარესთან და დაწვრილებით ვისაუბრებთ აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ზამთრის განმავლობაში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით, მებონია აცხადებს, რომ დეფიციტი არის, ვინაიდან რესურსი საკმაოდ შეზღუდულია.

"მცირეწყლიანი წელი იყო. მშრალი შემოდგომა, ახლა თოვლიც ნაკლებია. ჯერჯერობით აფხაზეთის მომარაგება ჩვეულებრივად ხდება, შიგა და შიგ არის მცირე, ავარიული გამორთვები. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა "ენგურჰესის" დირექტორმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს