ნათია თურნავა - სრულიად ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება ჩვენ ისტორიულ ქველმოქმედთა რიგში

ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი უძლიერესი და ძალიან დიდი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ განათლების მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება ისტორიულ ქველმოქმედთა რიგში ბუნებრივია.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი უძლიერესი და ძალიან დიდი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში. ის არის მოქმედი ქველმოქმედი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და სრულიად ბუნებრივია მისი მოხსენიება ჩვენ ისტორიულ ქველმოქმედთა რიგში და რიცხვში.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი ქველმოქმედი, ეს არის მოცემულობა, ფაქტი. აქედან გამომდინარე დავანებოთ თავი პოლიტიკურად ანგაჟირებულ ინტერპრეტაციებს და თვალი გავუსწოროთ რეალობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა