ნათია თურნავა - მე პირადად, დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს რესურსი, რომ ანაკლიის პორტის პროექტში დარჩეს

რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს რესურსი, რომ ანაკლიის პორტის ამ პროექტში დარჩეს, მე პირადად, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ანაკლიის კონსორციუმთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით, ამაზე ხვალ იმსჯელებენ.

„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ერთი დღე დარჩა და მერე უკვე ჩვენ ვიმსჯელებთ სამთავრობო გუნდში, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ პროექტს, რომ ეს უდიდესი პროექტი განხორციელდეს. რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს რესურსი, რომ ამ პროექტში დარჩეს, მე პირადად, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამასთან დაკავშირებით. დრო იყო საკმარისი, ორი წლის განმავლობაში მთავრობა უვადებდა და გვერდში ედგა ინვესტორს. ჩვენ 2020 წელს გაზაფხულზე უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი, ჩვენ ამ კონფიგურაციით ამ ინვესტორთან ერთად, ეს ვერ მოვახერხეთ. გავიდეს ეს ერთი დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო