არჩილ თალაკვაძე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე - ეს არის კიდევ ერთი მანიპულაცია, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება იყენებს და სამწუხაროდ, მანიპულაციის მსხვერპლი უბრალო ადამიანები არიან

ეს არის კიდევ ერთი მანიპულაცია, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება იყენებს და სამწუხაროდ, მანიპულაციის მსხვერპლი უბრალო ადამიანები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სოფელ პერევთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გადასასვლელების ჩაკეტვა არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლება ამას მოქალაქეებზე ზეწოლისათვის იყენებს. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა.

„ადგილზე სერიოზულ პრობლემებს იწვევს არამხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ამ პერიოდში ერთმანეთს ვერ ნახულობენ, არამედ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ელემენტარული საჭიროებები, სამედიცინო პრობლემები, ყოველდღიური გამოწვევები აქვს. საერთო ჯამში ამ სურათს რომ შევხედოთ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენ გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების მოსაზრება, ამას ხედავენ უბრალო მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ამ ოკუპაციას, ამ რეჟიმს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ამიტომ ეს ოკუპაცია არის დროის წინააღმდეგ, ეს ოკუპაცია არის საერთაშორიოს სამართლის წინააღმდეგ. ეს ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. უბრალოდ, შეუძლებელია უვადოდ გაგრძელდეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო