აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციული საახალწლო ზეიმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, დევნილი მოზარდებისთვის, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“, საახალწლო-საბავშვო სპექტაკლი - „ციცქნა იას დღეობა“ იყო ნაჩვენები, რომელიც გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

„ღონისძიებას, ასევე, შეზღუდული შესაძლელობების მქონე 50 ბავშვი ესწრებოდა, რომლებსაც ტკბილეულთან ერთად საახალწლო სუვენირებიც გადაეცათ.ზეიმში 1000-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა ღონისძიების ბოლოს სპექტაკლის გმირებთან ერთად სურათები გადაიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს