რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი უკლებამ სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი, კარნიკ იუსეფი და მიხეილ ხაჩკალიანი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს მიერ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები.

„მან ასევე სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ, კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

რელიგიის სააგენტომ სტუმრებს გადასცა სიმბოლური საჩუქარი სააგენტოს მიერ გამოცემული ახალი წლის კალენდარი და საათი. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს მასპინძლობისათვის და მიიწვიეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა