მოძრაობა „შეცვალემ“ მიხეილ ჩხენკელს განათლების სამინისტროსთან „წლის საუკეთესო ღარიბაშვილის სიგელი“ მიუტანა

მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და უწყებაში მინისტრ მიხეილ ჩხენკელის სახელზე სიგელი და მედალი მიიტანეს.

როგორც „შეცვალეს“ აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, მათი გაღიზიანება მიხეილ ჩხენკელის განცხადებამ გამოიწვია, სადაც მინისტრმა ბიძინა ივამიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

„მას სურს, რომ ამ განცხადებით, მონების რიგში დაწინაურდეს. „წლის საუკეთესო ღარიბაშვილის სიგელი“ კი გაეცემა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი იყო პირველი, ვინც მადლობებით ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებას. მიხეილ ჩხენკელმა მასაც „გადაუჯოკრა" და ეს ვაზელინიც გამოადგება მონების რიგში, რომ დაწინაურდეს", - განაცხადა მან.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა