ირანი აშშ-ს საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებს

ირანი ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე თავდასხმის გამო აშშ-ს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას მოსავის თქმით, ვაშინგტონი პასუხისმგებელია იმ შედეგებზე, რომელიც მის უკანონო შეტევებს მოჰყვება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად გამოხატა ტერორიზმის მხარდაჭერა და გვაჩვენა, როგორ უგულვებელყოფს სხვა ქვეყნების ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, -განაცხადა მოსავიმ.

მისივე თქმით, აშშ-ს მოუწევს პასუხი აგოს თავისი ქმედებების გამო.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, „ქათაიბ ჰესბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. შეტევა ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა