ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N7-ში, 500 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა.

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდის მეშვეობით, ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

ახლად მოწყობილი სპორტული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა დაათვალიერეს.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი პროექტებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას. მსგავსი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში სულ რამდენიმეა და ვიმედოვნებ, მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „გრინსერვის +“-მა შეასრულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს