ნათია თურნავა - მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, პრივატიზების მასშტაბურ პროგრამას გამოვყოფდი

მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი დაჩქარებული, მასშტაბური პრივატიზების პროგრამას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, დაიწყო უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს“, რაც აქამდე აუთვისებელი ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას გულისხმობს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი მიღწევაა საკნონმდებლო დონეზე მიწის რეფორმის დაწყება და მიწის რეგისტრაციის დაჩქარება, რაც ამ რესურსსაც უფრო მეტად ჩართავს 2020 წელს ბრუნვაში.

„გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ წიაღის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც წიაღის მოპოვების ლიცენზიები უფრო აქტიურად გაიცემა და რაც მთავარია, აქცენტი იქნება გადამუშავებაზე - რომ არა მარტო მოვიპოვოთ წიაღისეული ნედლი სახით, არამედ გადავამუშაოთ ქვეყანაშივე და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი