მზია თოდუამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და თანამშრომლებს დამდეგი 2020 წელი მიულოცა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და თანამშრომლებს საახალწლო საღამოზე, დამდეგი 2020 წელი მიულოცა და განვლილი 2019 წელი შეაჯამა.

„ჯანმრთელობასთან ერთად მინდა გისურვოთ კარგი განწყობა და თავისუფლება, რადგან ჩემი ხანგრძლივი, სამოსამართლო და ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში თავისუფლების განცდაა, როდესაც დამოუკიდებლად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება. მინდა ვუსურვო ჩემს ძველ და ახლად არჩეულ კოლეგებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, არასოდეს მიეტოვებინოთ ისინი განცდას, რომ როდესაც დარჩებიან საკუთარ თავთან ამაყად ეთქვათ, „მე აღვასრულე მართლმსაჯულება”, - განაცხადა მზია თოდუამ.

მან ასევე მიმოიხილა განვლილი 2019 წელი და აღნიშნა, რომ იგი იყო წინააღმდეგობებით აღსავსე, თუმცა ითქვა ისიც, რომ წარმატება წინააღმდეგობების გადალახვით იზომება და ქართულ მართლმსაჯულებას არაერთხელ მიუღია ამ წელს ევროპელი ექსპერტებისაგან მიუკერძოებელი და კვალიფიციური გადაწყვეტილების აღმნიშვნელი შეფასებები.

„ეს შეფასებები თქვენი დამსახურებაა, როგორც მოსამართლეების, ისე თანაშემწეების და ყველა იმ ადამიანის, ვინც დაუღალავად შრომობდა და იღწვოდა უზენაესი სასამართლოს მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად. ჩვენ შემოგვემატნენ ახალი წევრები, მოსამართლეები, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება დაეხმარება ყველა იმ გამოწვევის გადაჭრას, რაც უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ 2020 იქნება წარმატების წელი თითოეული თქვენთაგანისთვის. ვისურვებ ყოფილიყოს ის აღმაფრენის, ჯანმრთელობის, სიყვარულისა და მთელი საქართველოს კეთილდღეობის წელი“,- აღნიშნა მზია თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა