ვასილ ხოდელი „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა

„ლიბერთი ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება.

ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით საქმიანობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

როგორც „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა, ვასილ ხოდელის მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „ლიბერთი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში.

ვასილ ხოდელის თქმით, „ლიბერთი ბანკის“ გუნდის წევრობა დიდი პატივია მისთვის.

„მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს „ლიბერთი ბანკის“ ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. „ლიბერთი ბანკის“ ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში”, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა