განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს აჯამებს

2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებ ით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ENQAS-ს სრული წევრის სტატუსი ხუთი წლის ვადით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ENQA-ს სრული წევრის სტატუსის მოპოვება, გულისხმობს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან ( ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის კრიტერიუმებს;

"2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში ( EQAR – The European Quality Assurance Register for Higher Education) .

EQAR-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ასევე დაიწყო ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასების ანგარიშების გამოქვეყნება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სანდოობისა და ცნობადობის ამაღლებას;

2018-2019 წლებში განახლდა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსები. ექსპერტთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა ექსპერტთა საქმიანობის სახელმძღვანელო, ასევე ექსპერტთა პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა 20 ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 250 ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის ფარგლებში, სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით განხორციელდა განმავითარებელი შეფასება, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის არ იწვევდა სამართლებრივ შედეგებს და შეფასებას ჰქონდა მხოლოდ განმავითარებელი ხასიათი. ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა კულტურის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა 30 ტრენინგი, რომელსაც დაესწრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 500 წარმომადგენელი.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69 ნ ბრძანებით დამტკიცდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, რომელიც ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) მოთხოვნებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების წესი, პროცედურები სრულად განახლებულია და შესაბამისია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციასთან.

2019 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამოქმედდა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებისა და დადასტურების პროგრამა, რომელიც ემსახურება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობას, ახალი პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული უნარების შეძენას ან/და უკვე არსებულის განვითარებას.

მომზადება/გადამზადების პროგრამები ორიენტირებულია საჭირო ახალი ცოდნისა და პრაქტიკულ უნარების შეძენაზე, პროგრამის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, რაც მას ხელს უწყობს გახდეს კონკურენტუნარიანი ქართულ და უცხოურ შრომის ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო