პროექტ „ქარავანი ორბელიანზე“ ფარგლებში, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „სტარტაპერის“ მხარდაჭერით საახალწლო მარკეტი მოეწყობა

24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პროექტ „ქარავანი ორბელიანზე“ ფარგლებში, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „სტარტაპერის“ მხარდაჭერით საახალწლო მარკეტი მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ ავრცელებს.

თბილისის ისტორიული ცენტრის სტუმრებს ყოველდღე ცნობილი მუსიკოსების კონცერტები, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. ბავშვებს კი სანტა და მათთვის მოწყობილი ატრაქციონები ელით.

„ამასთან, წელს, ყინულის მოედანი თბილისში მხოლოდ ორბელიანის მოედანზე მოეწყობა.

მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ ინფორმაციით, ღონისძიება სამუშაო დღეებში 14:00 – 20:00, ხოლო შაბათ-კვირას 12:00-21:00 საათებში გაიმართება.

გელით ქარავანი ორბელიანზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს