განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და  საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ.გ.-მ 2019 წლის 18 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საკუთარ სხეულში მოთავსების გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0,9424 გრ. ბუპრენორფინი და 1,9997 გრ. ტრამადოლი.

სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ გ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) ქვეპუნქტებით წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით კი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა