შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების 47 წარმატებულ თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 47 წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების ცერემონიაში და მოგილოცოთ ეს საპატიო ჯილდო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და ქვეყნის ღირსეულ განვითარებას“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.

დაჯილდოების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა