დიმიტრი პესკოვი პირდაპირ არ პასუხობს მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ახალ წელს ვლადიმერ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, კითხვაზე: მიულოცავს თუ არა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ახალ წელს უკრაინასა და საქართველოს, განაცხადა, რომ შეიძლება მოხდეს დამატება უკვე გამოქვეყნებულ მილოცვებში. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ყველა ლიდერი არ შესულა შეტყობინებაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მოხდება ინფორმაციის დამატება“, - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, არსებობს, თუ არა შესაძლებლობა, რომ პუტინმა პირადად მიულოცოს ახალი წელი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის, პრესმდივანმა დასძინა, რომ შესაძლებელია მოხდეს დამატება ინფორმაციაზე.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი მიულოცა ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს, ვენესუელას ლიდერს ნიკოლა მადუროს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს, ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბეთ მეორესა და პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა