კატალონიაში ეკლესიის სამრეკლოზე აფეთქებისას 14 ადამიანი დაშავდა

კატალონიის სენტელიეს მუნიციპალიტეტში, ეკლესიის სამრეკლოზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პირველადი მონაცემებით, დენთი აფეთქდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახანძრო სამსახური „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება.

მათი ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი - მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ექვსი ადამიანისა კი საშუალო სიმძიმის.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ათი ბრიგადა და ორი ვერტმფრენი მუშაობდა.

დღეს მუნიციპალიტეტში ეროვნული დღესასწაული აღინიშნებოდა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინციდენტის გამო დასრულებულად გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს