წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის  დირექტორი კლინიკაში მშობიარე ქალის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს და თუ ვინმე დამნაშავეა ყველა პასუხს აგებს,- ამის შესახებ წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ვეფხია ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„თუ რამ გამოიწვია 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“,-განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.

ცნობისთვის, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა