გაეროს გენერალურმა მდივანმა საახალწლო მიმართვაში კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საახალწლო მიმართვაში კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრა. მან გლობალურ დათბობას თანამედროვეობის უმთავრესი პრობლემა და გამოწვევა უწოდა.

„ჩვენ 2020 წელს გაურკვევლობისა და უსაფრთხოების არქონის ფონზე ვხვდებით. მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები და გლობალური დათბობა მიმდინარეობს. ჩვენ არ შეგიძლია საკუთარ თავს მივცეთ უფლება გავხდეთ ის თაობა, რომელიც პლანეტის განადგურების დროს არასაჭირო საქმეებით იყო დაკავებული“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა ის მომავალს იმედით უყურებს და ახალგაზრდების სჯერა. მისი თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაბედულობითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების მხარესაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა