2 იანვარს თურქეთის პარლამენტი ჯარის ლიბიაში განთავსების შესახებ იმსჯელებს

თურქეთის პარლამენტი 2 იანვარს ქვეყნის ჯარის ლიბიაში განთავსების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამისთვის პარლამენტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ორგვერდიან რეზოლუციას, რომელშიც განაცხადა, რომ ლიბიის მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და ითხოვს თანხმობას თურქეთის ჯარის უცხო ქვეყანაში განთავსების შესახებ ერთი წლის ვადით.

მანამდე ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ნებისმიერი სახით დაუჭერს მხარს ტრიპოლს, რომელიც ბრძოლას აწარმოებს გენერალ ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ. მისივე თქმით, თურქეთი ლიბიის კანონიერმა ადმინისტრაციამ მიიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო