„რია ნოვოსტი“ - მოსკოვი-თბილისის ავტობუსის მძღოლს, საქართველოს მოქალაქეს გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლი დაპატიმრებულია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის პროკურატურა იუწყება.

„სტანოვლიანსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობა „მოსკოვი-თბილისის“ რეისის ავტობუსის მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ის საპატიმროში დარჩება ძიების განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან მძღოლი საქართველოს მოქალაქეა, სადაც ის ჩაწერილია და მუდმივად ცხოვრობს, შესაძლოა, მიემალოს ძიებას და სასამართლოს.

გამოძიების მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის დათვალისერების შედეგად, აღმოჩენილია ტექნიკურ მდგომარეობასთან და ექსპლუატაციასთან დაკაშირებული დარღვევები.

სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული რვა ადამიანიდან, საავადმყოფოში რჩება მხოლოდ ერთი, რომელიც ელცის საავადმყოფოდან ლიპეცკში გადაიყვანეს.

ავტოავარია ლიპეცკის ოლქში 26 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს