თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ კაფეში გაჩნდა.
უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.