რეალურად, მთლიანობაში, ჩვენი მდგომარეობა არ არის არანაირად სატრაბახო - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიმდინარე წლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ითქვას პოზიტივი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს.
„ისეთი შეჭირვება მინახავს, მათ შორის, ჩემი ცხოვრების გამოცდილება შემიძლია, მოვიგონო, როდესაც მე და მამაჩემი დავდიოდით ბაზარში და ვვაჭრობდით. ბევრს ვერაფერს ვყიდულობდით, მაგრამ ხალხის სიმრავლეს ნამდვილად ვემატებოდით ჩვენც. რეალური არის ის, რომ საზოგადოებას მსუყედ არ ეტყობა თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაც ნულიდან, როგორც იქნა, ნელ-ნელა წამოიწია და ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და მთელი რიგი სახელმწიფო პროექტები შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ხალხი საკმაოდ თავდაჯერებულად არის შესული, მაგრამ რეალურად მთლიანობაში ჩვენი მდგომარეობა არ არის არანაირად სატრაბახო.
ჩვენ საერთოდ მედიასივრცეში უკვე გვჩვევია, ვიძახოთ, რომ ძალიან ცუდადა ვართ და ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული და რა გვეშველება და ამას ბავშვები უსმენენ. ძალიან შეჭირვებული ვცხოვრობდი, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ დედაჩემს როდესმე ჩემთვის ეს ეგრძნობინებინოს, მაგრამ რეალურად საჭიროა ითქვას პოზიტივიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები გვქვს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.