კახა კალაძე საახალწლო კონცერტის რეპეტიციას დაესწრო, მანამდე თბილისის მერმა საჩუქრები დაარიგა

კახა კალაძე რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა თბილისის მერმა მოსახლეობას საახალწლო საჩუქრებიც დაურიგა.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.

"ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ზუსტად 23:00 საათზე უნდა მოვიდეთ იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. თქვენ ძალიან დიდი შოუ გელოდებათ, სადაც, დაახლოებით, 28 ნომერია. ქართული ესტრადის ვარსკვლავები მსოფლიო ვარსკვლავების ჰიტებს შეასრულებენ. საღამოს 23:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში ტრანსპორტი უფასო იქნება. მთავარ ხაზებზე თქვენ შეგიძლიათ უფასო ტრანსპორტით ისარგებლოთ და მობრძანდეთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე",-განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს