ელენე ხოშტარია დასუფთავების სამსახურის მანქანაზე ავიდა

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილ დასუფთავების მანქანაზე ავიდა. ელენე ხოშტარია და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პარლამენტთან მაშინ მივიდნენ, როდესაც დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიაზე კარვებს იღებდნენ და გაწმენდით სამუშოებს ატარებდნენ . ელენე ხოშტარიას თქმით, ის შეეცადა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებისთვის აღნიშნულში ხელი შეეშალა.

„მოიპარეს და წაიღეს ბანერი და მათ არ ესმით, რომ კანონისთვის, აზრის გამოხატვისთვის ყოველთვის წინააღმდეგობას მიიღებენ. დღეს ათი პოლიციელით და რკინის კონსტრუქციებით შეიძლება მოგვერიონ, მაგრამ არ შევეგუებით მხდალი ადამიანების საქციელს, როდესაც იციან, რომ ახლა ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის, მოდიან და ასე ქურდბაცაცურად მიაქვთ. ეს არის აზრის გამოხატვა, მაგიდებზე და ბანერებზე კი არ არის. კანონი მეუბნება, რომ ბანერი აქ შეიძლება იდგეს და მე მინდა,რომ იდგეს. ადამიანებს,ჯგუფს საქართველოში უნდათ, რომ აქ იყოს ბანერი, ისინი მოდიან და იპარავენ“,-განაცხადა ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს