პარლამენტის შენობასთან მერიის თანამშრომლებმა ატრაქციონები დადგეს

დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ.

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ყველა კარავი აიღეს და ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე, პარლმენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

იხილეთ პირდაპირი ეთერი ბმულზე:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა