„სირცხვილიას“ ინფორმაციით, პარლამენტის წინ დღეს  მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას შეეცდება

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს დაიშლებიან და პარლამენტის შენობასთან დღეს, 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან. მათი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას პარლამენტის წინ სწორედ 12:00 საათზე შეეცდება."სირცხვილიას" წევრების განცხადებით, ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმაში დაეხმარებიან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახალი წლის შემდეგ ისინი კვლავ აქტიურ პროტესტსა და აქციებს გააგრძელებენ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პარტლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღეს და ტერიტორია გაასუფთავეს.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საბავშვო ატრაქციონებია გაშლილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს