ავსტრალიაში ხანძარი ძლიერდება, ათასობით ადამიანი თავის გადასარჩენად წყალშია შესული

ტყის ხანძარმა ავსტრალიის სანაპირო ქალაქ მალაკუტას მიაღწია, სადაც ათასობით ადგილობრივი და დამსვენებელი თავის გადასარჩენად წყალში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მუქი წითელი ცა, სრული სიბნელე და კვამლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები, რომელთა შორის უმეტესობა ტურისტია, წყალში არიან შესულები სხვა სანაპირო ქალაქებშიც, მათ შორის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ბერნაგუიში.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ამჟამად ევაკუაცია ძალიან დაგვიანებული და სახიფათოა.

დაკეტილია შტატ ვიქტორიას მთავარი მაგისტრალიც.

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა სექტემბრიდან დღემდე მილიონობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის 3 მოხალისე მეხანძრე.

ამასთან, ახალი უელსის შტატის ქალაქ ქობარგოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

იხილეთ ვიდეო: ავსტრალიაში ხანძარი ძლიერდება, ათასობით ადამიანი თავის გადასარჩენად წყალშია შესული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს