რუსეთის საგარეო -აშშ-ს მიერ ერაყსა და სირიაზე განხორციელებული ავიაიერიშები მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ერაყსა და სირიაზე გუშინ განხორციელებული ავიაიერიშები „მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია,“ - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მოქმედებები მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებების გაგრძელებისგან, რამაც შესაძლოა ერაყში, სირიასა და მეზობელ ქვეყნებში მკვეთრი სამხედრო-პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, „ქათაიბ ჰესბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. შეტევა ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა. ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმების შედეგად 25 მეომარი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაიჭრა. მათივე თქმით, მოკლულია „ქათაიბ ჰეზბოლას“ 4 მეთაური.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა