სომალიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო

სომალიში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აუდიო შეტყობინებაში, რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ისლამურმა დაჯგუფებამ გაავრცელა, პრესსპიკერი ალი მუჰამედ რეიჯი აცხადებს, რომ აფეთქების სამიზნე თურქეთის და სომალის სამხედრო ძალები იყო და მათ დიდი დანაკარგი განიცადეს.

მისივე თქმით, თურქეთი „სომალს ყველა რესურსს აცლის“. რეიჯი იმუქრება, რომ „ალ-შაბააბი“ სომალიში თურქ სამხედროებზე თავდასხმას მომავალშიც გააგრძელებს.

„ყოველთვის ვიბრძოლებთ იმ თურქების წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთის მოღალატე მთავრობასთან ერთად მოქმედებს. მშვიდობიანი თურქი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგი არ ვართ,“- აცხადებს ალი მუჰამედ რეიჯი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქებას სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო