რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთისა და უკრაინის გაზის კომპანიებმა რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ მხარეებმა განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ხუთწლიანი შეთანხმება ძალაში 31 დეკემბერს შევა.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტისგან 2024 წლამდე 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხას მიიღებს.

„ეს შეთანხმება ნიშნავს ენერო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უკრაინელებისთვის,”- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

კომენტარი გააკეთა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც და განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება ძალაში 31 დეკემბრიდან შევა.

„ვენაში გამართული ხუთდღიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და შეთანხმება მიღწეულია,“- ნათქვამია მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი გაზის 40 პროცენტის ექსპორტს ევროპულ ბაზრებზე უკრაინის გავლით ახორციელებს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო