ახალი წლის ღამით,დღეს, 31 დეკემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი, Joe Claussell-ი პირველად წარდგება. ღონისძიება რიყეზე, ყოფილი „ბუდა ბარის“ ტერიტორიაზე Origami / HYPERLINK "https://www.facebook.com/OrigamiOfficial/"ორიგამიHYPERLINK "https://www.facebook.com/OrigamiOfficial/"-HYPERLINK "https://www.facebook.com/OrigamiOfficial/"ს ორგანიზებით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „პალიტრა მედია ჰოლდინ გი“ ავრცელებს.
„Joe Claussell-ი წარმოშობით ამერიკელი მუსიკოსი, დიჯეი და პროდუსერია, რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს დააარსა დამოუკიდებელი ეკლექტიკური ლეიბლი – Spiritual Life Music. ამ უკანასკნელი ლეიბლის ჟღერადობაც ინსპირირებულია ორგანული აფრიკული, ბრაზილიური, ლათინური და შუა აღმოსავლეთის რითმებით.
ამავე წელს წელს, Claussell-მა დააფუძნა François K და Danny Krivit-თან ერთად ლეგენდარული ნიუ-იორკის ივენთების სერია “Body & Soul”. მუსიკის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან რეგულარულად ესწრებიან საღამოს, რომელიც მათ სთავაზობს სრულიად უნიკალურ მოგზაურობას სოულის, დისკოს, ფანქისა და ჰაუსის სამყაროში. არტისტმა დღემდე სამ ალბომს, ორმოცამდე სინგლსა და EP-ს მოუყარა თავი. დააფუძნა ორი ლეიბლი: Spiritual Life Music და Ibadan. ასევე, მფლობელია ფირფიტების მაღაზიის ‘’Dance Tracks”. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი არტისტების კომპოზიციების რემიქსებზე როგორიც არის: FemiKuti, Diana Ross, Nina Simone , Herbie Hancock, Beth Orton, Steward Mathewman (Sade), Cassandra Wilson, Cesoria Evora, Manuel Göttschin და მრავალი სხვა“- ნათქვამია „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ განცხადებაში.
Claussell-ის შემოქმედება ძირითადად ჰაუსისა და დისკოს ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა ყოველთვის დატვირთულია ექსპერიმენტებითა და სხვა ჟანრებთან საინტერესო სინთეზით. Claussell დღესდღეობით თანამშრომლობს ექსტრაორდინალურ პიანისტთან, Bugge Wesseltoft-თან ბენდში, სადაც ერთიანდებიან ERIK TRUFFAZ, Torun Eriksen, Ilhan Ersahin და Med Band.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.https://tkt.ge/Event/221549/origami-new-year-with-joe-claussell