კიმ ჩენ ინი „დიპლომატიურ და სამხედრო კონტრშეტევებზე“ საუბრობს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, „დიპლომატიურ და სამხედრო კონტრშეტევებზე“ საუბრობს, რათა მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა 7 - საათიანი სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მუშათა პარტიის შეკრებაზე „რთულ და გაჭიანურებულ ბრძოლაზეც“ გაამახვილა ყურადღება. მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ, აშშ-ის წინააღმდეგ დაგეგმილ ნაბიჯებს გულისხმობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ძლიერი სოციალისტური ერის მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მათივე თქმით, პარტია მუშაობს „მნიშვნელოვან დოკუმენტზე“ და „ახალ გზაზე“.

სხვა დეტალები კორეის სახელმწიფო სააგენტოს არ გაუვრცელებია. დამატებითი ინფორმაცია სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, როცა კიმ ჩენ ინი საახალწლო მიმართვას გააკეთებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ძალები სამხრეთ კორეასა და იაპონიაში საგანგებო რეჟიმში არიან. რამდენიმე თვის წინ, ფხენიანი ვაშინგტონს „საშობაო საჩუქრით“ დაემუქრა. ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით კი, აშშ მზადაა ნებისმიერ „საჩუქარს“ გაუმკლავდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა