ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი არ აპირებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იქ ჩვენ არც გველოდებიან

აზერბაიჯანი არ აპირებს გახდეს ევროკავშირის წევრი. იქ მას არც ელოდებიან. ჩვენ კანდიდატთა სიაშიც კი არ ვართ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რასია -24“-თან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა განსხვავებით ზოგიერთ პოსტ საბჭოთა ქვეყანისგან არ მოაწერა ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას.

„მე ის თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი, ეს შეთანხმება არაა, ეს ინსტრუქციაა. ინსტრუქცია, რომელიც იმისთვის გაიცემა, რომ ჩვენ მას მივსდიოთ. მე ვკითხე ჩემი გუნდის წევრებს, რაში გვჭირდება ეს ინსტრუქცია? რას მოგვცემს ის? იქნება რამე კონკრეტული აზერბაიჯანისთვის? მე პირადად, ეს არ დამინახავს... ჩვენ არ გვინდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ-კი, ჩვენ ეს გვაქვს. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ“,-განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულებას ექვსმა ქვეყანამ - საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, მოლდოვამ და უკრაინამ მოაწერა ხელი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა