აშშ-ის ელჩი პოლონეთში - ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ, ჰიტლერმა და სტალინმა მოაწყვეს შეთქმულება და დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი

პოლონეთში აშშ-ის ელჩის ჯორჯიტ მოსბაჩერის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყეს და ერთობლივად შეიჭრნენ პოლონეთში. ამ განცხადებით ჯორჯიტ მოსბაჩერი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი“.

პოლონეთში აშშ-ის ელჩის ჯორჯეტ მოსბაჩერის თქმით, ჰიტლერმა და სტალინმა მოაწყვეს შეთქმულება და დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი.

„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ, ჰიტლერმა და სტალინმა მოაწყვეს შეთქმულება და დაიწყეს ომი. ეს არის ფაქტი. პოლონეთი ამ საშინელი კონფლიქტის მსხვერპლი იყო“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით განცხადებას რუსეთის საელჩომ უპასუხა. „ძვირფასო ელჩო, თქვენ რა მართლა გგონიათ, რომ ისტორია უკეთ იცით, ვიდრე დიპლომატია?“- წერია განცხადებაში.

თემაზე კომენტარი გერმანიის ელჩმაც გააკეთა. მისი თქმით, „საბჭოთა კავშირმა, გერმანიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სასტიკ დაყოფაში“.

საკითხს გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინი, მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში მიზანმიმართულად იტყუება.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის პირველ სექტემბერს პოლონეთის დაპყრობით დაიწყო, რა დროსაც ქვეყანაში ჯერ ნაცისტური გერმანია, ხოლო შემდეგ საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ. მასშტაბური საომარი მოქმედებების დროს დაახლოებით 6 მილიონი პოლონელი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო