გრიგოლ გეგელია - იქ, სადაც შვილმოკლული მამაა სამართლის მოთხოვნით, საბავშვო ატრაქციონის დადგმა სხვა არაფერია თუ არა ფსიქოპატიის და ნაძირლობის უნიკალური მიქსი

იქ, სადაც შვილმოკლული მამა არის სამართლისა და გამჭვირვალეობის მოთხოვნით, საბავშვო ატრაქციონის დადგმა სხვა არაფერია თუ არა ფსიქოპატიის და ნაძირლობის უნიკალური მიქსი, - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს.

„ასეთია კოშმარად ქცეული ოცნების მომაკვდინებელი ცინიზმი, რომელიც არანაირ ზღვარს არ ცნობს’’, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, წუხელ მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ კარვები აიღეს და ატრაქციონები დადგეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო