მიხეილ სააკაშვილი - 2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების წელი იყო - ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა

2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილის შეფასებით, 2019 წელს ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა არსებული გამოწვევები და მისი მოშორება დაიწყო.

„მინდა, მივულოცო საქართველოში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მინდა მივულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებული. მინდა საქართველოს ყველა მეგობარს მივულოცო.

2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო. ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა ის გამოწვევები, რაც გვაქვს და დაიწყო ამ საზიზღრობის მოშორება და თავისი სხეულიდან ჩამოფერთხვა. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახები არ იმსახურებენ იმ გაჭირვებას, რომელშიც ისინი ხელოვნურად აღმოაჩინეს. როდესაც ქუთაისის აეროპორტს ვხსნიდი, ჩემთვის ის იყო ევროპაში ფანჯარა, ევროპასთან ერთიანობის სიმბოლო. ახლა ის ისეთი უიმედობის სიმბოლოდ იქცა, როგორც თავის დროზე ყულევის მონათა ბაზარი იყო, საიდანაც ჩვენი ხალხი უცხოეთში გადიოდა იმისათვის, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება. მიუხედავად დღევანდელი სიძნელეებისა, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბანდას და აუცილებლად მოვიშორებთ მათ მიერ დამკვიდრებულ გაჭირვებას და უპერსპექტივობას.

ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა ბოლომდე მივა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სიყვარული და ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა