შს მინისტრის მოადგილემ სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი სამინისტროს სსიპ-ის - ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილე აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, ინფრასტრუქტურას და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.

„შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში დაგეგმილი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის რეფორმა განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზმა სამსახურის იმ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სამინისტროს 2020 წლიდან, პენსიის გამო ტოვებენ მადლობის სიგელები, საახალწლო საჩუქრები, ასევე, 4 თვის თანამდებობრივი სარგო გადასცა და ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელების სახელით, მადლობა გადაუხადა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო