“შეცვალეს” წევრებმა პარლამენტთან მდუმარე აქცია-პერფომანსი გამართეს სლოგანით: “აქ ბავშვებს თვალები დათხარეს”

“აქ ბავშვებს თვალები დათხარეს” - ამ წარწერით მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია-პერფომანსი გამართეს.

პერფორმანსით “შეცვალეს” წევრებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების აღება და მის ნაცვლად საბავშვო ატრაქციონების განთავსება გააპროტესტეს.

როგორც მოძრაობა “ შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ნოზაძემ აქცია-პერფომანსის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი დაშლას არ აპირებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, არ მიიყვანონ ბავშვები პარლამენტის წინ განთავსებულ ატრაქციონებზე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი შენობის წინ კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო