გიორგი რურუას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.

აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის მიერ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გახდა. რურუას ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის გადაღება საზოგადოებრივ არხთან ერთად „მთავარ არხსაც" ეწარმოებინა.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატიულობა არ აკმაყოფილებთ, რის გამოც გასაშუქებლად „მთავარი არხიც" უნდა დაუშვან. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, გიორგი რურუა „მთავარი არხის" დამფუძნებელია, რის გამოც, გაშუქებას აღნიშნული არხიც უნდა დასწრებოდა.

„ეს საბჭოთა კავშირის სასამართლოს მაგონებს. ძალიან გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა და თავისუფალი ტელევიზია შემოუშვათ", - განაცხადა რურუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო