რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა რელიგიურ კონფესიას ახალ წელს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა რელიგიურ კონფესიას ახალ წელს ულოცავს.

„საქართველოს სახელმწიფო, ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას, შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება მრავალ საუკუნეს ითვლის ჩვენს ქვეყანაში. განვილილი 2019 წელი უამრავი გამოწვევისა და სასიკეთო ცვლილებების წელი იყო საქართველოში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვის, რელიგიური ორგანიზაციების განვითარებისა და მათი წინ სვლის საქმეში.

ბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი 2020 წელი. მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს, ვისაც საკუთარი წვლილი შეგაქვთ საქართველოს ნათელი მომავლის მშენებლობაში. 2020 ყოფილიყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისა და გამთლიანების წელი. დაესწარით მრავალს მეგობრებო!“- აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო