მამუკა ხაზარაძე - რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი

რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა. ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა. რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები.

მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ანაკლიის პროექტი, ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, არ დაიჯეროთ ზღაპრები, რასაც ისინი გვიყვებიან. არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, არსებობს ბანკებიდან მოზიდული თანხები და ანაკლიას ავაშენებთ აუცილებლად,"- განაცხადა ხაზარაძემ.

მან 2019 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ წელს მმართველმა გუნდმა სახელმწიფოს თითქმის ყველა ინსტიტუცია მიიტაცა.

„2019 წელი ძალიან მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. დავინახეთ, როგორ მიიტაცეს ჩვენი სახელმწიფო, როგორ მიიტაცეს თითქმის ყველა ინსტიტუცია. ეს დამთავრდება 2020 წელს მშვიდობიანად, ხალხის გამარჯვებით, დამთავრდება საღი აზრის გამარჯვებით. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ამას დაასრულებს და ქვეყანაში დაიწყება აღმშენებლობის, ახალგაზრდული ენერგიის და ქვეყნის ლიდერის პოზიციის დაბრუნების წლები“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება. ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა გაწყვეტს თუ არა ხელშეკრულებას კონსორციუმთან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო