პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას და აუდიო და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ავრცელებს.

„დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო“, - წერს მეუფე იაკობი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და მოჭიდავეები.

შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ყველასი მადლობელია, ვინც მის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო: გამოქვეყნდა პატრიარქისა და ვაჟა გაფრინდაშვილის შეხვედრის კადრები - მათთან ერთად მოჭიდავეები და მეუფე იაკობი იმყოფებიან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო