გიორგი რურუა პროკურორს - აქ პეპლის ბედს კი არა, ჩემი ციხეში ყოფნის ბედს განიხილავთ, ახლა მე მისმინეთ

აქ პეპლის ბედს კი არ განიხილავთ, ჩემი ციხეში ყოფნის ბედს განიხილავთ, ახლა მე მისმინეთ, - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულით მან საქმის პროკურორს, დავით კიკაჩეიშვილს მიმართა. ამასთან, რურუამ ბრალდების მხარეს ჰკითხა, თუ როგორ უნდა განახორციელოს მან მოწმეებზე ზემოქმედება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განმარტა, რომ მსგავსი კითხვები დაცვის მხარეს უკვე დასმული ჰქონდა და რურუას ახალს ვერაფერს მოახსენებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე კვლავ მსჯელობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს