ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას ახალი რეპორტები დაემატა

ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას ახალი რეპორტები დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მომხმარებელთანკომუნიკაციისგაუმჯობესებისადასრულყოფისმიზნით, საქართველოსეროვნულმაბანკმაგასულწელსმონაცემთავიზუალიზაციისადაანალიზისთანამედროვეპლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) შექმნა.

„BI მოიცავს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, აპლიკაციებს და მეთოდოლოგიას, რამაც საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს შეგროვებულ დეტალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაემდიდრებინა ინტერაქტიული სტატისტიკის გვერდი მრავალფეროვანი ჭრილებით წარმოდგენილი რეპორტების სახით, რაც თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ სესხებისა და დეპოზიტების კატეგორიებს.

დღეიდან სესხებისა და დეპოზიტების უკვე არსებულ კატეგორიებს დაემატება ფინანსური ბაზრების, საგარეო სექტორისა და მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის კატეგორიები. აგრეთვე რამდენიმე ახალი ინტერაქტიული რეპორტი. კერძოდ, დეპოზიტური კორპორაციების სექტორულ ბალანსებზე დაყრდნობით შედგა ანალიტიკური მიმოხილვები. ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობისა და საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო ბაზრის მოცულობის, ოფიციალური გაცვლითი კურსების, საბანკო სექტორის ლიკვიდობის, საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ოპერაციების სხვადასხვა ჭრილში წარმოდგენა და მონაცემთა სასურველი ფილტრაცია უკვე ხელმისაწვდომია საქართვლოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის გვერდის მომხმარებლისათვის, შემდეგ ბმულზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715&lng=geo.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გეგმავს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის პლატფორმაზე წარმოდგენილ მონაცემთა სპექტრის გაფართოებას“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს