მალხაზ მაჩალიკაშვილი - კარავსაც გავშლი, ბანერსაც დავდგამ, უფლება მაქვს  ჩემი პროტესტი გამოვთქვა

მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი, ბანერსაც დავდგამ. მე უფლება მაქვს გამოვთქვა ჩემი პროტესტი, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რომელი ერთი გავაკეთო? მოკლულ შვილს მივხედო, ამ ხელისუფლებას ვებრძოლო სამართლიანობისთვის, ტყვედ გამოკეტილ ძმისშვილს მივხედო თუ ოჯახს? უკვე აღარ ვიცი. მე არ ვიცი რამდენად ავადმყოფია დღევანდელი ხელისუფლება, ესენი ავადმყოფთა კრებული რომ არიან, ამას წყალი არ გაუვა. მე მგონი, ივანიშვილის მთავრობას დავალება აქვს მთელი მსოფლიოსგან, რომ დაადგინონ ადამიანში რამდენი ძალა და გამძლეობაა. გუშინ ჩემი აქ არყოფნა გამოიყენეს, როგორც კი ხეობაში წავედი, დაშალეს კარვები. განსხვავებით დღევანდელი ავადმყოფი ხელისუფლებისგან, ეს ატრაქციონები მართლა მიხარია, მაგრამ ეს არც ერთ ადამიანს ხელისუფლებაში არ უხარია, რომ აქ ბავშვებმა გაიხარონ, რადგან აქ სისხლი დაღვარეს, თვალები დათხარეს, საწოლში ბავშვები ჩაცხრილეს და სხვებს აიძულეს თავი მოეკლათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ვახაში ღირსებას ვერ წაშლიან. მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ. მე მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი პროტესტი. იმ კარავში, მე თემირლანს ვხედავ, ის კარავი აქ უნდა იდგეს, ისიც ისეთი ბავშვია, როგორც აქ უნდა მოვიდნენ სხვა ბავშვები, მაგრამ არ მგონია აქ ბავშვი მოვიდეს. აქ მდგომი ადამიანების მართლა მცხვენია, ამათმა რა ქნან ?”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული კარვების აღებასთან დაკავშირებით, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას პირობა მისცეს, რომ კონკრეტულად მის კარავს და ბანერს არ შეეხებოდნენ.

“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ კაცურ სიტყვას ვენდე. დღეს აქ კაცური სიტყვა კი არა, მთლიანად შელახული „ქართული ოცნება“ გვაქვს ხელში შემორჩენილი. გუშინ შუადღის სამ საათზე დამირეკა ვიღაცამ მერიიდან, რომ ჩემი ნებართვით კარავს აიღებდნენ. მითხრეს, ვიცით რომ ბავშვები გიყვარს ძალიან და დაგვრთეთ ნება, რომ ატრაქციონები დავდგათო. მე ვუთხარი, ჩემს კარავს და ჩემს ბანერს ხელი არ ახლოთ და დანარჩენი პატარა კარვები, შეგიძლიათ აიღოთ და დადგათ ის ატრაქციონები-მეთქი, რომ ბავშვმა ზეიმი ნახონ და დამპირდა, კაცურ სიტყვას გაძლევ ასე იქნებაო, მაგრამ მიდი და ენდე, ვის უნდა ენდო? სად არის კაცი?”- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა