თბილისსა და 11 ქალაქში  პრეზიდენტის ინიციატივით და  მხარდაჭერით წინასაახალწლო ღონისძიებები ჩატარდა

წინასაახალწლო დღეებში თბილისსა და 11 ქალაქში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებული ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების, საოჯახო ტიპის სახლების, დღის ცენტრების, შშმპ ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისათვის, ასევე, ომის ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პირების შვილებისათვის 15 წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მთაწმინდის პარკში 8 წლამდე ასაკის პატარებს უფასოდ შეეძლოთ საბავშვო ატრაქციონებზე გართობა, მათ განწყობაზე ასევე სანტა-კლაუსები ზრუნავდნენ. „საახალწლო, საბავშვო სპექტაკლები თბილისში 1000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის გაიმართა, ხოლო რეგიონებში: ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, გორში, რუსთავში, ხაშურში, მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთსა და ახალციხეში 3500-მდე ბავშვისათვის. აღნიშნული კატეგორიის 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული. 14 ბავშვთა სახლს საჩუქრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. ასევე იაშვილის კლინიკაში პრეზიდენტის მრჩეველმა პატარა პაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა”, -აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს