პარლამენტთან დაკავებული ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე, ბექა კოკაია და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ

გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მტკიცებულებად წარმოდგენილია ერთნაირი ტექსტით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რაც ეჭვს აჩენს, რომ ყველა შემთხვევაში ერთი ტექსტის გადაწერა მოხდა.

"სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არის დაკავების ოქმები და სამართალდარღვევის ოქმები. მე ოთხ პირს ვიცავ და ოთხივეს ოქმში ტექსტები იდენტურია, რომ ეს პირები იგინებოდნენ უმისამართოდ და პოლიციელების მოთხოვნას, შეეწყვიტათ გინება, არ დაემორჩილნენ და გარდა ამისა, დაკავების დროს გაუწიეს წინააღმდეგობა. ტექსტების ასეთი მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში არსებობს ერთი ტექსტი, რომლიდანაც შემდგომ მოხდა გადაწერა და ამიტომაც აქვთ იდენტური ბრალდებები. სამწუხაროა, რომ პოლიციამ და შსს-მ აქამდე ვერ გააცნობიერა, რომ როდესაც საჯარო ადგილებში იმართება შეკრება-მანისფესტაცია, პროტესტის გამოხატვა მათ შორის, შესაძლებელია უხამსი სიტყვებით. ეს არ არის ხულიგნობა", - განაცხადა მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით "თბილსერვისის" თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა კი კარვების აღება გააპროტესტეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

შედეგად, პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის: ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურაბ ბერძენიშვილი,

ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე,რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე, გიორგი მუმლაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ათივე პირის პროცესი გადადო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო